logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ეს არის ამსტერდამის პოლიტიკური დაჯგუფების მიერ აქციის გადარჩენის მცდელობა!
- +

10 ივნისი. 2018. 22:11

 

 

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში  განაცხადა, რომ „პარლამენტის წინ განთავსებული კარვების რუსთაველის გამზირზე გადატანისა და გზის გადაკეტვა არა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის, არამედ ამსტერდამის პოლიტიკური დაჯგუფების გადაწყვეტილებაა.“

 

„პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც არ უნდა მკვეთრი განცხადება გამომივიდეს, თავს ვალდებულად ვთვლი, ვთქვა, რასაც ვფიქრობ ამ წუთში. ჩემი აზრით, ეს არ არის ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილება, ეს არის ამსტერდამის პოლიტიკური დაჯგუფების მცდელობა, გადაარჩინონ ის აქცია, რომლის ორგანიზატორებად თავად მოგვევლინენ, რომელიც არასწორი გზით წაიყვანეს“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner