logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: სარალიძეების ყველაზე ძლიერი პარტნიორი არის ხელისუფლება
- +

10 ივნისი. 2018. 23:09

 

 

„სარალიძეების ყველაზე ძლიერი პარტნიორი არის ხელისუფლება. ეს აჩვენა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა და ამას აჩვენებს ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები მივიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილების დღესვე და შეიქმნა საპარლამენტო კომისია. სასამართლოს ვერდიქტამდე კომისია ვერ შეიქმნებოდა. მთავარმა პროკურორმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება და არავის უვაჭრია მთავარი პროკურორის თანამდებობით. არავითარი კრიზისი სახელმწიფოში არ არის. ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებს ყველა დონეზე. სარალიძეები ხელისუფლებისთვის ყურადღების ცენტრში არიან, რადგან ჩვენთვის ადამიანურად, ემოციურად და სამართლებრივად უმნიშვნელოვანესია ეს საქმე“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner