logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: ბავშვს აქვს უფლება, მისი დედა იყოს ქალი, ხოლო მამა - მამაკაცი!
- +

5 მაისი. 2016. 12:05



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ის დეპუტატებს ქორწინების საკითხზე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აცნობს, განაცხადა, რომ ბავშვს აქვს უფლება, მისი დედა იყოს ქალი, ხოლო მამა - მამაკაცი.



ძიძიგურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას და გაუქმებას ითხოვს, რომლითაც ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა.



რადგან არსებობს გარკვეული ინტერპრეტაციების გაკეთების საფუძველი კონსტიტუციასა და სამოქალქო კოდექსში არსებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საჭიროა კონსტიტუციაში უფრო მკაფიო ჩანაწერის გაკეთება.

 

კონსტიტუციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის, რომ ქორწინება იყოს ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner