logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

23 თებერვალი. 2016. 17:18


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე დედაქალაქის მერთან და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.


1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა, რის შემდეგაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან მანანა კობახიძესთან და დედაქალაქის მერთან  ერთად იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.


როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, გმირები, რომლებიც საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცნენ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაივიწყოს.


საკრებულოს თავმჯდომარემ სხვა იუნკერებთან ერთად მარო მაყაშვილიც  გაიხსენა და მის  თავდადებაზე ისაუბრა.


ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები ესწრებოდნენ.


ღონისძიების ფარგლებში პარლამენტის შიდა ეზოში იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.


1921 წლის თებერვალში რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველების მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან სამშობლოს თავისუფლებისათვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა. იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს, რომელიც ახლანდელი პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში მდებარეობდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner