logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი მოსამართლეთა კანდიდატურებზე: საკითხის პოლიტიკურ კონტექსტში წარმოჩენა არასწორია
- +

5 მაისი. 2016. 12:16



უმრავლესობის წარმომადგენლის გიორგი ვოლსკის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შეფასება კონკრეტული კრიტერიუმებით ხდება, თუმცა კონსულტაციები მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის აუცილებელია.




„როცა კონსულტაციებზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ ამ კონსულტაციების ქვეყნისთვის საგანგებო მნიშვნელობაზე, როცა უმაღლესი სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს ელაპარაკებიან, თუნდაც კანდიდატურებთან დაკავშირებით, საკითხის ასე პირდაპირ პოლიტიკურ კონტექსტში წარმოჩენა არასწორია", - განაცხადა გიორგი ვოლსკი.



საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციების გამართვაზე უარს აცხადებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner