უმრავლესობის წარმომადგენლის გიორგი ვოლსკის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შეფასება კონკრეტული კრიტერიუმებით ხდება, თუმცა კონსულტაციები მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის აუცილებელია.
„როცა კონსულტაციებზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ ამ კონსულტაციების ქვეყნისთვის საგანგებო მნიშვნელობაზე, როცა უმაღლესი სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს ელაპარაკებიან, თუნდაც კანდიდატურებთან დაკავშირებით, საკითხის ასე პირდაპირ პოლიტიკურ კონტექსტში წარმოჩენა არასწორია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციების გამართვაზე უარს აცხადებს.