logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: ინტელიგენცია დუმს – დღეს ამას უკვე არც ახსნა აქვს და არც გამართლება!
- +

11 ივნისი. 2018. 02:32

 

 

მე ვსაუბრობ ნამდვილზე, თორემ ყალბი 1990 წლიდან ქუჩაშია, ტრიბუნასთანაა, რევოლუციებს დგამს, ცხოვრებას იწყობს, ხალხის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ფიქრობს და ზრუნავს.

 

თითქმის 30 წელია მათ მოჰყავთ ხელისუფლებები და ვიდრე ისინი (ხელისუფალნი) მათ ემსახურებიან , გვერდით უდგანან, მაგრამ, თუ იგრძვნეს,რომ ცოტა ყურადღება მოაკლდათ , ან ხალხში ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება გაიზარდა , მაშინვე მიაყიდიან ცხვრებივით და ისევ ხალხის სახელით დაიწყებენ რევოლუციის აზვირთებას, ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის…ხალხი ვის აინტერესებს…

 

ამ დღეებში ასეთთა გამოსვლებს ვისმენ , ამაზრზენ, თავხედურ გამოდვლებს და ვფიქრობ, საიდან ასეთი შუბლსქელობა, სინდისის ძარღვის გაწყვეტა, უპასუხისმგებლობა და ცინიზმი.. ან ხალხი რატომ პატიობს ამას, კიდევ რატომ უსმენს და უჯერებს ასეთ შლეგებსა და ვერაგებს!

 

პირდაპირ ვამბობ, ესენი ინტელიგენტები კი არ არიან, არამედ მონური ფსიქოლოგიის დიპლომიანი, კარგად მოლაპარაკე გაიძვერები., რომელთაც ხელში ჩაიგდეს ტრიბუნა- პრესა, განსაკუთრებით, სატელევიზიო სივრცე…არიან აგრესიულები. სამწუხაროდ აგრესია, ჭორი, ტყუილი ყველაზე იაფი ღირს, ხალხიც იაფს ეტანება…ხალხი გონებას მოწყვიტეს და კუჭს მიავეს.. მათ, სწორდ ასეთ ვერაგებს აწყობთ მშიერი ხალხი, რადგან ადვილი სამართავია..

 

სამწუხაროა, მართლაც სამწუხაროა ეს!

 

ინტელიგენტი არ შეიძლება ეწოდოს იმას, ვინც ერთხელ მაინც იცავდა ხელისუფლებას ხალხისგან... ვინც კი არ იბრძვის ხალხისთვის, არამედ იყენებს ხალხს.

 

კომუნისტების დროს პარლამენტებში იყვნენ, იცავდნენ ხელისუფლებას, ცხოვრობდნენ კარგად.

 

მიხვდნენ, კომუნისტების წასვლის დრო დადგა, ჩაუდგნენ სათავეში მათ წინააღმდეგ ბრძოლას და მოდიან ასე: ჯერ მოიყვანეს , მერე დაამხეს

გამსახურდია…მოიყვანეს, დაამხეს შევარდნაძე…მოიყვანეს , დაამხეს სააკაშვილი…მოიყვანეს, ამხობენ ივანიშვილს…

 

რომ არა ეს ხალხი – ეგრეთწოდებული , თუ ძალად იანტელიგენცია, ვერც შევარდნაძე დაბრუნდებოდა, ვერც სააკაშვილი და ვერც ივანიშვილი მოვიდოდნენ სათავეში, არც ქვეყანა იქნებოდა დღევანდელ ყოფნა-არყოფნის მდგომარეობაში , არც ხალხი იქნებოდა ასეთ გაუსაძლის ყოფაში , არც ქუჩის პილიტიკოსთა ასეთი თარეში იქნებოდა…უნდა ვთქვა, რომ ეს მათთვისაც, განსაკუთრებით შევარდნახისა და ივანიშვილისთვისაც უკეთესი იქნებოდა- მათ ხალხში ჰქონდათ საკმარისი ავტორიტეტი და დრო ამას ისე გააძლიერებდა, რომ ისტორიაში გამოკვეთილად კარგად დატოვებდა,ერთსაც და მეორესაც.

 

ყალბი ინტელიგენცია, ისტორიულედ მონური ფსიქოლოგიისაა, გაყიდულია და ქვეყანას უმრავლებს თავის მსგავსებს პოლიტიკასა და ხელისუფლებაში, ქმნის სიყალბესა და ყალბ გმირებს. მათი რაოდენობა გაიზარდა, ყველა თაობაში მომრავლდნენ მედროვენი.

 

ასეთთა პარპაში იქ არის შესაძლებელი,სადაც დუმს ნამდვილი ინტელიგენცია…

დღემდე ამის ახსნა შეიძლებოდა, თუნდაც იმით, რომ ნამდვილი ინტელიგენტისთვის ქუჩა არის კულტურული ფენომენი, და არა და არა პოლიტიკური არენა, არა და არა ხელისუფლების მოყვანა-გაშვების ეპიცენტრი.

 

მომავალში ნამდვილ ინტელიგენტთა დუმილს არც ახსნა აქვს და არც გამართლება, რადგან ხალხის დიდი, ყოველშემთხვევისთვის მოაზროვნე ნაწილი დარწმუნდა, რომ ქუჩის პოლიტიკა, ქუჩის პოლიტიკოსები, ქუჩით ხელისუფლების მოყვანა-გაშვება დამღუპველია ქვეყნისთვის, ხალხისთვის, მისი ოჯახისთვის. დარწმუნდა იმაში რომ ქუჩიდან მისული ყოველი ხელისუფლება წინაზე უარესია , წინაზე ვერაგია , წინაზე ხარბია..

 

დღეს ნამდვილ ინტელიგენციას შეუძლია ფულისა და ძალის ხელისუფლების შეცვლა ნიჭის ძალაუფლებით.. ეს არის გზა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის..

 

ნამდვილი ინტელიგენცია კი არის ის, რომელიც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან.

 

მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ ბედნიერია ის ქვეყანა, რომელიც დგას ხალხზე და ბრძენკაცებზე.

 

სწორედ ძალად ინტელიგენტები ავრცელებენ აზრს, რომ ხალხი ბრბოა და ჭკვიანი ადამიანები აღარ გვყავს..

 

დააკვირდით ერთ ფაქტს და დასკვნასაც ადვილად გავაკეთებთ. რამდენიმე დღის წინ შედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები. დუმილი საინფორმაციო სივრცეში… მხოლოდ მედია ჰოლდინგმა „რეპორტიორმა“ და „ქართულ აზრმა“ გააშუქა... უცხოეთში გაშუქდა... მიზანი ერთია: ხალხს არ აჩვენონ მოაზროვნე ადამიანები, საკუთარი პაროაშის განსამტკიცებლად, ამტკიცონ, რომ ხალხი ბრბოა, ჭკვიანები აღარ ჰყავს.

 

საბედნიეროდ, ხალხი გვყავს ინაზე გაცილებით უკეთესი, ვიდრე წარმოგვიდგენია.  საქართველოს იმდენი და ისეთი ბრძენკაცი ჰყავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას შეშურდებოდა. ასეთები გვყავს ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც. გვყავს ყველა თაობაში.. მათი დანახვაა საჭირო და იმის გაცნობიერება, რომ ქუჩის აგრესიული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ნიჭსა და გონებაზე დაფუძნებული პოლიტიკით.

 

ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს!

 

თემურ შაშიაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner