რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. მათი დაკავება მოჰყვა ინციდენტს, რომელიც პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში მოხდა. კარვიდან რამდენიმე წუთის წინ ხმაურის ხმა გამოდიოდა.
კარავში სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პოლიციელებმა ერთ-ერთი პირის ტერიტორიიდან გაყვანა სცადეს, რის საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. სწორედ აღნიშნული ფაქტის შემდეგ დააკავა პოლიციამ რამდენიმე პირი.