თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, მაშინ მიმართეთ თეგეტა მოტორსის სერვისცენტრებს და ისარგებლეთ 20%-მდე ფასდაკლებით, რომლის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ: საბურავები - 49 ლარიდან, ნათურები და აალების სანთლები - 5 ლარიდან, ღვედები - 17 ლარიდან, ხუნდები - 32 ლარიდან, სამუხრუჭე დისკები - 50 ლარიდან, ამორტიზატორები - 37 ლარიდან.
აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ თეგეტა მოტორსის, როგორც თბილისის ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხისა და თელავის ცენტრებში შეიძინოს ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილის მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილები, საბურავები და აკუმულატორები სპეციალური ფასებით.
ფასდაკლების აქცია მოქმედებს 31 მაისის ჩათვლით თეგეტა მოტორსის თვრამეტივე სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.
გარდა ამისა თეგეტა მოტორსის ქსელში საგაზაფხულო ფასდაკლება ვრცელდება TOYOTA Rav-4-ისა და MITSUBISHI Pajero IO-ს საბურავებზე. მხოლოდ 16 მაისამდე აღნიშნული ავტომობილების მფლობელებს შეუძლიათ შეიძინონ საბურავები მხოლოდ 80 ლარიდან.
თეგეტა მოტორსის ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.
თეგეტა მოტორსი უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. თეგეტა მოტორსი არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტაიაა.