logo_geo
eng_logo
მერაბ მორჩაძე: მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ოჯახს, რომელსაც ამხელა ტრაგედია დაატყდა თავზე, მაგრამ...
- +

11 ივნისი. 2018. 13:37

 

„მიხეილ კალანდიამ მკითხა, მერაბი ბიძია, შენ როგორ მოიქცეოდიო, რაზეც ვუთხარი, მხოლოდ სიმართლეს ვიტყოდი-თქო“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ სასამართლოში განაცხადა.

 

მერაბ მორჩაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დედის თანდასწრების გარეშე არასდროს შეხვედრია.

 

„პირველ რიგში მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ოჯახს, რომელსაც ამხელა ტრაგედია დაატყდა თავზე, მაგრამ პროკურატურას ვეკითხები, რა თანხა შევთავაზე, რა თანხა მივუტანე ოჯახს? არც ერთხელ არ მივსულვარ კალანდიებთან, არ დავლაპარაკებივარ დედამისის გარეშე. მე რომ მივედი, თვენახევარი იყო გასული. მივედი იმიტომ, რომ გაურკვეველი სახის მესიჯი მივიღე – მერაბ, ჩვენ მეტი რა გაგვიჭირდება, სად ხარ, რატო არ მოდიხარო. ვერ ვიცანი ტელეფონის ნომერი და ჩავთვალე, რომ ესენი იყვნენ. აფხაზეთიდან რომ ჩამოვიდნენ, იმის მერე გვაქვს კონტაქტი და ვეხმარებოდით ერთმანეთს.

 

არც ფული შემითავაზებია, არც სიტყვა მითქვამს, ან ესე თქვი, მიშა, ან ესე-თქო, მკითხა: შენ როგორ მოიქცეოდი, მერაბი ბიძიაო, ვუთხარი, სიმართლეს ვიტყოდი-თქო. ილაპარაკე შენ ის, რაც სიმართლეა-თქო“, – განაცხადა მერაბ მორჩაძემ.

 

ხორავას საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner