აშშ-ის ევროპული სარდლობის ახალი მეთაურის, გენერალ კერტის სკაპაროტის განცხადებით, გამოცოცხლებული რუსეთი NATO-ს საფრთხეს უქმნის.
მისივე თქმით, „გამოცოცხლებული რუსეთის" და სხვა გამოწვევების გამო, NATO უნდა იყოს მარჯვე და იყოს მზად „დღეს ბრძოლისთვის". რუსეთის გარდა, სკაპაროტიმ მთავარ გამოწვევებად ტერორიზმი და მიგრაციის კრიზისი დაასახელა, რაც, მისი თქმით, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობას უწყობს ხელს.
სკაპაროტის განცხადებით, ალიანსმა უნდა შეინარჩუნოს და გააძლიეროს მზადყოფნის დონე. აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის თანამდებობაზე სკაპაროტიმ გუშინ გენერალი ფილიპ ბრიდლავი ოფიციალურად ჩაანაცვლა.