logo_geo
eng_logo
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა მანუჩარ კაციტაძემ თანამდებობა დატოვა
- +

11 ივნისი. 2018. 16:24

 

„აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა მანუჩარ კაციტაძემ თანამდებობა დატოვა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა.

 

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, მანუჩარ კაციტაძე სამსახურებრივ საქმიანობას თბილისში გააგრძელებს და მისი აჭარიდან თბილისში გადაყვანა როტაციის პრინციპით მოხდა.

 

თეიმურაზ კუპატაძე ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ ვინ იქნება აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი.

 

მანუჩარ კაციტაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner