ზვიად კუპრავამ და მასთან ერთად დაკავებულმა სამმა პირმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
კუპრავას განცხადებით, ის, რაც დღეს სხდომათა დარბაზში ხდება, მართული პროცესია.
ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი დღეს დილით რუსთაველის გამზირზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.