„ნიკანორ მელია დაკავებული არ არის“, – ამის შესახებ „პირველ არხს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ სამინისტროში 18:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.
პარლამენტის წინ დაპირისპირება მოხდა. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დაკავებულია ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და რამდენიმე პირი.