logo_geo
eng_logo
საკრებულოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

5 მაისი. 2016. 13:04


 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი" პოპულარიზაციის მიზნით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს, განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 


მემორანდუმს ხელი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა მოაწერეს.

 


მემორანდუმის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ესსეს ნომინაციაში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობას, ხოლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კონკურსში სახელოვნებო და შემოქმედებითი კავშირების ჩართულობას უზრუნველყოფს.

 


ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მხარეები მონაწილეობას მიიღებენ საინფორმაციო კამპანიებში, რითაც ასევე მაქსიმალურად უზრუნველყოფენ კონკურსის პოპულარიზაციას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner