ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 8 ივნისს, სტუდენტების მიერ გამართულ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციას კოორდინაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე უწევდა.
„მინდა, ერთი უტყუარი ინფორმაცია მოგაწოდოთ: 8 ივნისს ვაკეში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სტუდენტებმა ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია მოაწყვეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ აქციას კოორდინაციას უწევდა „ნაციონალი“ დავით კირკიტაძე, რომელიც იქვე - თაყაიშვილის ქუჩიდან აკონტროლებდა სიტუაციას. ამის თვითმხილველები არსებობენ, რომლებმაც კირკიტაძეს ჩუმად ფოტოც გადაუღეს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.