რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად დაკავებულები არ დასწრებიან, რადგან მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.