logo_geo
eng_logo
სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის აღიარებას მხარი დაუჭირა
- +

5 მაისი. 2016. 13:21



სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის აღიარების შესახებ. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა წარუდგინა.



უახლოეს დროში დოკუმენტს განსახილველად პარლამენტს წარუდგენენ. სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 10 მაისს გაიმართება.



შესაბამისი კანონპროექტის განხილვა მინისტრთა კაბინეტს მიმდინარე კვირის დასაწყისში ოპოზიციამ სთხოვა.


 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner