სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის აღიარების შესახებ. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა წარუდგინა.
უახლოეს დროში დოკუმენტს განსახილველად პარლამენტს წარუდგენენ. სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 10 მაისს გაიმართება.
შესაბამისი კანონპროექტის განხილვა მინისტრთა კაბინეტს მიმდინარე კვირის დასაწყისში ოპოზიციამ სთხოვა.