შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, საჯარიმოზეა გადაყვანილი.
როგორც უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, გუშინ, ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი არ დაემორჩილა მარეგულირებელი პატრულის მითითებას, რის გამოც ავტომანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე
შსს-ს ცნობით, დღეს პატრულმა გააჩერა აღნიშნული მიკროავტობუსი და წესის შესაბამისად ავტომანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მათ სამართალდამცველებმა კუთვნილი მიკროავტობუსი ჩამოართვეს. ხაბეიშვილის განცხადებით, მიკროავტობუსს ისნის რაიონის ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებისთვის წყალი და საკვები მოჰქონდა.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, მიკროავტობუსის ჩამორთმევა მოხდა ისე, რომ სამართალდარღვევის ოქმი არ შემდგარა.
„სად წაიყვანეს ავტომობილი, არ განუმარტავთ მძღოლისთვის.ლ რა მიმართულებით წაიყვანეს, ესეც არ ვიცით. ამ დრომდე არ ვიცით სად არის ჩვენი მიკროავტობუსი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.