logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: ვაშაძის მიერ „ნაციონალების“ დატოვება პარტიაში არსებულ კრიზისზე მეტყველებს!
- +

5 მაისი. 2016. 13:24



პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ვაშაძის წასვლა პარტიაში არსებულ კრიზისზე მეტყველებს. მისი თქმით, პარტია „ერთი კაცის პრინციპით" იმართება.



გიორგი ვაშაძე არ იყო ნაციონალური მოძრაობის" რიგითი წევრი, ის იყო ახალგაზრდა ლიდერი და მისი მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, ალბათ, პარტიაში არსებული პოლიტიკური კრიზისია. ის, რომ, ნაციონალურ მოძრაობაში" არის ერთკაციანი მმართველობა, არ არის ახალი - ეს ერთი კაცი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ დედიმისის შვილია და ნაციონალურ მოძრაობაში" რამე გაბედონ მისი სიტყვის გარეშე", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.



კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი მმართველი პარტიის მხრიდან გიორგი ვაშაძესთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, ძიძიგურის თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.



ჯერ კარგად წავიდეს და მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე. ამ ეტაპისთვის რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე საუბარი არასერიოზული მგონია", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner