logo_geo
eng_logo
ირლანდიაში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა
- +

12 ივნისი. 2018. 01:04

 

ირლანდიაში სამგზავრო თვითმფრინავი ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის გამო, ავარიულად დაჯდა.

 

ავიაკომპანია United Airlines-ის ბოინგი რომი-ჩიკაგოს რეისს ახორციელებდა, როდესაც ბორტგამცილებლებმა ტუალეტში ჩანაწერი იპოვეს, რომელიც ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ იუწყებოდა.

 

შედეგად პილოტმა თვითმფრინავი ავარიულად ირლანდიაში, შენონის აეროპორტში დასვა.

 

აეროპორტში დაჯდომის შემდეგ ბორტზე მყოფი 207 მგზავრის და ეკიპაჟის 11 წევრის ევაკუაცია განხორციელდა.

 

თვითმფრინავი კი პოლიციამ დეტალურად შეისწავლა, თუმცა სამართალდამცავებს საეჭვო ნივთი არ აღმოუჩენიათ.

 

ახლა პოლიცია ფურცელზე დაწერილი მუქარისა და ბორტზე მყოფი მგზავრების ხელწერებს სწავლობს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner