„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „facebook"-გვერდზე შალვა რამიშვილისა და ნათია მიქიაშვილის გადაცემას გამოეხმაურა.
„დავით უსუფაშვილი - შალვა რამიშვილისა და ნათია მიქიაშვილის გადაცემაში. ციტატა:
„უსუფაშვილი: კომუნისტური პარტია დავტოვე 1990 წლის გაზაფხულზე.
რამიშვილი: მაგაშია საქმე. ანუ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ისევ იყავი კომპარტიაში და გინდოდა შიგნიდან დემონტაჟი პარტიის.
უსუფაშვილი: არაფერი არ მინდოდა.
რამიშვილი: უფრო კარგი სახის კომუნისტური პარტია გინდოდათ, ხომ თქვი.
უსუფაშვილი: არ მინდოდა. ჩვენ 1988 წელს დავიწყეთ საბჭოთა საქართველოს ახალი კონსტიტუციის წერა.
რამიშვილი: მათ შორის იყო კომუნისტი უსუფაშვილი. ანუ შენ, რაციონალურად იაზროვნე და 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, გადაწყვიტე, არ აჰყოლოდი ემოციებს და გაგეგრძელებინა სხვადასხვა თემებზე საუბარი. გავიგეთ. გავიგეთ. მე შენს მაგივრად გამოვიდოდი, რა. მივაგდებდი ამ ჩემს პარტბილეთს. რა ხეირი იქნებოდა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ პარტიის წევრობა?"
უსუფაშვილი: ბლა-ბლა-ბლა.
აი, ეს ხალხი რომ ვინმეს პრორუსობაზე და აგენტობაზე ილაპარაკებს, იმ ქვეყანას რა ვუთხარი, მართლა", - წერს ირმა ინაშვილი „facebook"-ზე.