logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: აი, ეს ხალხი რომ ვინმეს პრორუსობაზე ილაპარაკებს!
- +

23 თებერვალი. 2016. 17:19


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „facebook"-გვერდზე შალვა რამიშვილისა და ნათია მიქიაშვილის გადაცემას გამოეხმაურა.



დავით უსუფაშვილი - შალვა რამიშვილისა და ნათია მიქიაშვილის გადაცემაში. ციტატა:

უსუფაშვილი: კომუნისტური პარტია დავტოვე 1990 წლის გაზაფხულზე.

რამიშვილი: მაგაშია საქმე. ანუ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ისევ იყავი კომპარტიაში და გინდოდა შიგნიდან დემონტაჟი პარტიის.

უსუფაშვილი: არაფერი არ მინდოდა.

რამიშვილი: უფრო კარგი სახის კომუნისტური პარტია გინდოდათ, ხომ თქვი.

უსუფაშვილი: არ მინდოდა. ჩვენ 1988 წელს დავიწყეთ საბჭოთა საქართველოს ახალი კონსტიტუციის წერა.

რამიშვილი: მათ შორის იყო კომუნისტი უსუფაშვილი. ანუ შენ, რაციონალურად იაზროვნე და 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, გადაწყვიტე, არ აჰყოლოდი ემოციებს და გაგეგრძელებინა სხვადასხვა თემებზე საუბარი. გავიგეთ. გავიგეთ. მე შენს მაგივრად გამოვიდოდი, რა. მივაგდებდი ამ ჩემს პარტბილეთს. რა ხეირი იქნებოდა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ პარტიის წევრობა?"

უსუფაშვილი: ბლა-ბლა-ბლა.

აი, ეს ხალხი რომ ვინმეს პრორუსობაზე და აგენტობაზე ილაპარაკებს, იმ ქვეყანას რა ვუთხარი, მართლა", - წერს ირმა ინაშვილი „facebook"-ზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner