logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ პორტალ „კვირაში“ კონკურს „თბილისის“ ჩატარება დააანონსა
- +

5 მაისი. 2016. 13:31



ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი - „თბილისი" წელს მეორედ ჩატარდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა და მხატვარმა ნიკოლოზ შენგელაიამ დღეს, პორტალ „კვირაში" გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადეს.


საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, კონკურსი წელს მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობის მიღებას სკოლის მოსწავლეებიც შეძლებენ. კონკურსის ფარგლებში რამდენიმე ნომინაცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის როგორც ლიტერატურის, ასევე ხელოვნების დარგში. აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კუნკურსში ჩართვისკენ ალიბეგაშვილმა აფხაზ და ოს თანამემამულეებსაც მოუწოდა.

 

„კონკურსი „თბილისი" შარშან ჩავატარეთ და გვინდა, რომ ეს ტრადიციად ვაქციოთ და მივუძღვენით თბილისობის ზეიმს. ძალიან საინტერესო ნომინაციები გვქონდა, არა მხოლოდ ლიტერატურის დარგში, არამედ სახელოვნებო მიმართულებითაც ფართო სპექტრს მოიცავდნენ. სიხარულით მინდა განვაცხადო, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სასკოლო ასაკის ბავშვებმაც, ჩვენ მათ ესე შევთავაზეთ - „ჩემი თბილისი".

 

კონკურსში 8 ნომინაცია იქნება, მე-9 კი სპეციალური პრიზი იქნება ესესთვის. ჟიური დიდი დაკვირვებით შეირჩა, გვსურდა, რომ ყოფილიყვნენ ღირსეული დ მაღალპროფესიონალი ადამიანები. დღეს ჩვენ მემორანდუმი გავაფორმეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთანაც იმისთვის, რომ უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს ეს კონკურსი. ვგეგმავთ, რომ დიასპორის სამინისტროსთანაც გავაფორმოთ მემორანდუმი, რომ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ასევე ჩაერთონ პროცესში. მინდა განვაცხადო ისიც, რომ ხელგაშლილი ვეპატიჟებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მათაც შეუძლიათ ამ კონკურსში მონაწილეობა. კონკურსში სხვადასხვა პრიზია გათვალისწინებული. მთავარი პრიზი ბატონი გია ჯაფარიძის „ოქროს ხოხობია". გათვალისწინებულია ფულადი ჯილდოებიც. სპონსორების მხარდამჭერის იმედიც გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის ცხოვრებაში თითოეულმა ხელოვანმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს. იმედი გვაქვს, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი ზღვარი კონკურსში მონაწილე ადამიანებისა შეზღუდული არ არის, ნამუშევრების მიღება ერთ კვირაში დაიწყება და 10 ივლისამდე გასტანს. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner