„სრულიად აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სარალიძის უბედურებას პოლიტიკური რევანშის განსახორციელებლად იყენებს და ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ზუგდიდიდან და ბათუმიდან მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაზე ესაუბრებოდნენ ხალხს ზვიად კუპრავა და სხვა „ნაციონალები“, რომლებიც 10 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე რეგიონებში ჩავიდნენ.
პირდაპირ მოუწოდებდნენ - მიტინგზე იმიტომ უნდა მოხვიდეთ, რათა მთავრობა გადავაყენოთო! ხელისუფლება მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ „ნაციონალები“ ყველანაირ პროვოკაციაზე წავლენ“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.