logo_geo
eng_logo
თბილისის ზოოპარკი მაისის ბოლოს ასზე მეტ ცხოველს ელოდება
- +

5 მაისი. 2016. 13:32



"თბილისის ზოოპარკი მაისის ბოლოს ასზე მეტ ცხოველს მიიღებს", - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 


მისივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკმა რიგის ზოოპარკიდან 7 ცხოველი უკვე მიიღო, ხოლო 100-ზე მეტ ცხოველს ისინი ევროპის სხვადასხვა ქალაქის ზოოპარკებიდან ელოდებიან. 

 


„ველოდებით ევროპის სხვადასხვა ქალაქის ზოოპარკიდან ასზე მეტ ცხოველს, ბევრი ისეთი ცხოველი იქნება, რომელიც ჯერ არასდროს ყოლია თბილისის ზოოპარკს. მაგალითად, ანტილოპა გნუ და მაიმუნების ორი სახეობა", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

 


ზოოპარკის დირექტორის განმარტებით, ახალი ცხოველების დასახვედრად ვოლიერები უკვე მზად არის. 

 

 


ამასთან, როგორც გურიელიძემ აღნიშნა, ზოოპარკის იმ ტერიტორიაზე, რომელიც სტიქიის დროს გადარჩა, ახლა მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა, რომელიც დღე-დღეზე დასრულდება და მზად იქნება ახალი ცხოველების მისაღებად.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner