logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძე შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მივიდა
- +

12 ივნისი. 2018. 12:30

 

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე იმ პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლებას და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარებას ითხოვს, ვინც გუშინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.

 

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად ამ წუთებში უნდა შევიდეს. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა არამხოლოდ უფლებამოსილებას გადაამეტეს, არამედ ზეწოლა მოახდინეს როგორც მასზე, ასევე ზვიად კუპრავაზე და მაგიდასთან მყოფ სხვა პირებზე.

 

მისივე თქმით, ის აუცილებლად დაინტერესდება, თუ რატომ მოხდა სასადილოში ინციდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner