მწერალი კობა არაბული გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და იმ ახალგაზრდებს მიმართავს, ვინც რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებში მონაწილეობდა.
„მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებიც ზონდერი კუპრავების მიტინგზე მივიდნენ; ვერ გრძნობთ, თქვენდა უნებურად, ნაციონალურ ხროვას და რეჟიმს რომ აცოცხლებთ? ზოგი რამ თქვენს მშობლებსა და უფროსებსაც ჰკითხეთ და დაუჯერეთ: კარგად ისწავლეთ „ვეფხისტყაოსანი“ და ის გადაგარჩენთ!
სააკაშვილის „სისხლის წვიმების დრო“ აღარ უნდა განმეორდეს“, - განაცხადა კობა არაბულმა.