logo_geo
eng_logo
ზურა ყიფშიძე: ერთი სული მაქვს, აქედან გავიქცე...
- +

5 მაისი. 2016. 13:43



ყველასთვის საყვარელი მსახიობი ზურა ყიფშიძე ჟურნალ „გზასთან" საუბრობს ოთფეხა მეგობარსა და ქალაქგარეთ ცხოვრების ოცნებაზე.


ყველა ნორმალური ადამიანი, ვისაც თავისი საქმის კეთება სურს, ქალაქიდან თავის გარიდებას ცდილობს, ჩვენთან კი პირიქით ხდება - ყველა დედაქალაქისკენ გამორბის. 


ჩემი დეიდების ბინა გავყიდე და ბირთვისში სახლი ავიშენე. ერთი სული მაქვს, ის სახლი მოვაწესრიგო და აქედან გავიქცე. 


შეიძლება, ცხენები ვერ ვიყოლიო, მაგრამ ჩემს ძაღლს მაინც მოვუვლი ნორმალურად", - ამბობს მსახიობი. 


ზურა ყიფშიძე ამბობს, რომ ძაღლები ბავშვობიდანვე უყვადა, თუმცა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში შეძლო მათთან ერთად ცხოვრება:


„დეიდები ბინაში სისუფთავეს იცავდნენ და აბა, ბაცილებიან ძაღლს შინ ვინ მიმაყვანინებდა?! უფლის წყალობით, ახლა ისეთი ოჯახი მაქვს, რომ რამდენ ძაღლსაც მინდა, იმდენს ვიყოლიებ".



ახლა მსახიობს კანე კორსოს ჯიშის შავი ძაღლი, „ბაგირა" ჰყავს, რომელსაც პატრონი ძალიან უყვარს და სახლში მის დაბრუნებას მუდამ მოუთმენლად ელის.

 

 

 

"ბაგირა 2 წლის არის, შესახედავად საშიში გახლავთ, თორემ ზედმეტად არც კი იყეფება. უბრალოდ, მოვა, დაგყნოსავს და მერე ცდილობს, დაგიცვას. შვილივით მიყვარს. მას ოჯახის ყველა წევრი უყვარს, მაგრამ მე ყველაზე მეტ პატივს მცემს. სხვათა შორის, ლაიკაც გვყავდა, რომელიც გავაჩუქეთ, რადგან ორი ძაღლის მოვლას ვერ ვახერხებდით

 

ბაგირა  ერთგული არსებაა. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, - ჩემი ძაღლი ბევრ ადამიანს მირჩევნია-მეთქი, მაგრამ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, რომელშიც სიმართლის მარცვალი არ ურევია (იღიმის)...თამაში, სირბილი და მოფერება უყვარს. ყოველთვის ისე ველაპარაკები, როგორც ადამიანს და არასოდეს არ ვმბრძანებლობ"- წერს მსახიობი.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner