logo_geo
eng_logo
რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულ ბესიკ გაზდელიანს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- +

12 ივნისი. 2018. 22:15

 

 

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გუშინ დაკავებულ ბესიკ გაზდელიანს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

გაზდელიანს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედება ბრალად.

 

დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

პარლამენტთან აქციაზე გუშინ დაკავებული რვა პირიდან ორი – საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე და მოძრაობის #ნუმომკლავ წევრი არასრულწლოვანი – ტ.გ. ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

ნადირაძის საქმეზე სხდომა არ ჩატარებულა, არასრულწლოვანს კი მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.​ არასრულწლოვნის პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

 

დღესვე სასამართლომ ადმინისტრაციული წესით, ყაზახეთის მოქალაქის ბესლან როლსანოვის საქმეზე იმსჯელა, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას სამართალდარღვევისთვის 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როლსანოვი აქციაზე შეერთებას აპირებდა. ის ყაზახეთში მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის იძებნება.

 

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პირი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner