logo_geo
eng_logo
აფეთქების შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო
- +

12 ივნისი. 2018. 23:17

 

 

პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ სუს-თან აფეთქების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

 

„ნებისმიერი პირის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია“, – განუცხადეს პირველ არხს სუს-ში.

 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 31 მაისს განაცხადა: „მე და რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, რომ მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩვენი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო“.

 

მოგვიანებით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ აქციაზე გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ განცხადება სუს-ის წინ თავის აფეთქებასთან დაკავშირებით ემოციურ ფონზე გააკეთა.

 

„ჩემნაირი გამწარებული ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, ემოციებმა გადაამეტა. რამდენიმე ასეული ადამიანი კი არა, მე თვითონ ასამდე ადამიანისთვის მქონდა ფიცი მიცემული, რომ მე მაგას არ შევარჩენდი, მე თავს მოვიკლავდი, ავიფეთქებდი თავს. ემოციების გამო ხდება ასე. ჩემნაირი გამწარებული ადამიანი, ყველა ასე მოიქცევა და ერთ სათხოვარი მექნება ქართველი ხალხისთვის. ჩემს ნათქვამს ასე მწარედ ნუ მიიღებენ”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner