logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: მშვიდობიანად მოვკიდეთ ამ კარვებს ხელი, გადავიტანეთ ტროტუარზე და გავხსენით გზა
- +

12 ივნისი. 2018. 23:38

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, „TV პირველის“ ეთერში, რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან მიმდინარე  აქციის დროს პოლიციის მიერ კარვების აღების შესახებ განაცხადა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და კარვებიც კანონის სრული დაცვით გადაიტანეს გზის სავალი ნაწილიდან:

 

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს კარვები აბსოლუტურად მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში გადავიტანეთ ტროტუარზე, მოქალაქეებს მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატვის თავისუფლების რეალიზება მშვიდობიან გარემოში, უკვე ტროტუარზე მოეხდინათ. ყველამ კარგად ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები. ეს კარვები უკვე ამ ადამიანების მხრიდან გამოიყენებოდა არა როგორც გამოხატვის თავისუფლების ეფექტიანი რეალიზაციის შესაძლებლობა, რასაც ჩვენც ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, იმიტომ, რომ, როგორც სამართალდამცავი ორგანო, ჩვენც პატივს ვცემთ კანონს... ეს კარვები, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ გამოიყენებოდა როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ინსტრუმენტი, იმიტომ, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კარავში შესულ პოლიციელებს ჯერ ერთი - არ უშვებდნენ, მეორე - შიგნით შესულ პოლიციელებს რომლებსაც, რომლებსაც აბსოლუტურად ჰქონდათ ამისი უფლება, იმიტომ, რომ ეს არ იყო ვიღაცის კერძო საკუთრება, სადაც შესვლას, მაგალითად, მოსამართლის განჩინება სჭირდება, პირობითად რომ ვთქვათ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner