logo_geo
eng_logo
რეზო კვერენჩხილაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზაზა სარალიძეს კარგს არაფერს დამართებენ!
- +

13 ივნისი. 2018. 10:20

 

 

ბოლშევიკური რეპრესიების მკვლევარი რეზო კვერენჩხილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზაზა სარალიძეს კარგს არაფერს დამართებენ. ხელახალი გამოძიება დაიწყო და იმედით უნდა დაელოდოს შედეგს. სანდრო გირგვლიანის პროცესი დღესაც გრძელდება. არადა, გირგვლიანი იმათ მოკლეს, ვინც დღეს მას სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება. სააკაშვილის წუთები დათვლილია, გასულ კვირას საქართველო-რუსეთის ომზე პროცესი ჩატარდა სტრასბურგში, არ ვიცი, საბოლოოდ რა დასკვნა დაიდება, მაგრამ ის ხომ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რუსეთი რომ შემოეყვანა! ამას გარდა, სასამართლოში სრულდება პროცესები, სადაც სააკაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენება უმტკიცდება, გირგვლიანის საქმეზე 3 წელი აქვს მისჯილი. ამიტომაც წამოიწყო ეს მიტინგები, მაგრამ მისი რეანიმაცია არ მოხდება!

 

სააკაშვილის სისხლიან დიქტატურას ვერაფერი დაგვავიწყებს - სისხლს ისეთი ძალა და ფერი აქვს, სამუდამო ლაქას ტოვებს!“ - განაცხადა რეზო კვერენჩხილაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner