პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომ
დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილებაა.
„დიდი ხანია ამ პარტიაში არის განხეთქილება. თავის დროზე ეს პარტია გენერალურმა მდივანმა დატოვა. ზურაბ ჯაფარიძე გენერალური მდივანი იყო, მათ გაემიჯნა და შექმნა თავისი პარტია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. პარტიის თავმჯდომარე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მან დატოვა სამშობლოც, პარტიაც, ყველა და ყველაფერი. კარგია, რომ ეს ქვეყანა დატოვა. შიგნით პარტიაში რა არეულობა აქვთ, ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ წინასაარჩევნოდ ალბათ იქ არის დავა სიაში ადგილებზე, მაჟორიტარ კანდიდატებზე. მთელი რიგი თემებია თანამდებობების გადანაწილების, თუნდაც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში, რაშიც ალბათ ვერ თანხმდებიან და ეს არის მიზეზი", - განაცხადა მანანა კობახიძემ.