„რამდენჯერ უნდა აეკიდონ „რესპები" ხან „ქარტია-91"-ს, ხან „მრეწველებს", ხან ნაცებს, ხან „ოცნებას"..." - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია „facebook"-გვერდზე.
„1991-1992 წლებში რესპუბლიკური პარტია გაერთიანდა „თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან" და პოლიტიკურ ორგანიზაციასთან „დემოკრატიული არჩევნები საქართველოში (დას-ი)"
1994 წელს რესპუბლიკური პარტიის, სახალხო ფრონტისა და „ქარტია-91"-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა „გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია"
1999 წლის მაისში რესპუბლიკურმა პარტიამ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და მრეწველთა პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა პოლიტიკური ალიანსი „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა"-ვიკიპედია.
ეტყობა, მაშინ თოფაძე ევროატლანტიკურად მოაზროვნე იყო....
ისე, რამდენჯერ უნდა აეკიდონ „რესპები" ხან „ქარტია-91"-ს, ხან „მრეწველებს", ხან ნაცებს, ხან „ოცნებას"... ძუკნა ძაღლის თვისებაა აკიდება!.." - წერს ხათუნა ხოფერია.