ქართველმა დოქტორმა ისააკ (ნიკა) დათიკაშვილმა შექმნა ახალი აპლიკაცია, რომლის საშუალებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების უკან გამოთხოვაა შესაძლებელი.
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან გაბრაზებულ გულზე ბევრს გაუგზავნია ისეთი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება, რის გამოც შემდეგ სირცხვილი უგრძვნია. აპლიკაციას შეუძლია უკვე გაგზავნილი წერილების წაშლა მანამ, ვიდრე მას მიმღები წაიკითხავს.
გარდა იმისა, რომ ისააკმა (ნიკა) შექმნა ინოვაციური აპლიკაცია, არის წარმატებული ექიმიც.
იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს, აქვს სტომატოლოგიური კლინიკა გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებისთვის.
ისააკ, იგივე ნიკა დათიკაშვილის მშობლები საქართველოდან არიან, თუმცა, თვითონ საქართველოში ნამყოფი არ არის.
„არ ვარ ნამყოფი საქართველოში. მინდა ჩამოვიდე და კარგი ხაჭაპური ვჭამო.მშობლებს ძალიან უნდათ დაბრუნება, მაგრამ უკვე დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ, და ვეღარ მოახერხეს ჩამოსვლა.
ისინი თბილისში გაიზარდნენ, აშშ-ში კი 1964 წელს გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მას შემდეგ აქ ცხოვრობენ. მე 1978 წელს დავიბადე ფილადელფიაში, სადაც მივიღე უმაღლესი განათლება.
ვარ პროფესორი, ვასწავლი ბავშვებს, როგორ გახდნენ კბილის ექიმები", - ამბობს ისააკ (ნიკა) დათიკაშვილი.