logo_geo
eng_logo
„13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 ოჯახის დასახმარებლად მერიაში შესაბამისი სამსახური მუშაობს“
- +

5 მაისი. 2016. 15:16



თბილისის მერის დავით ნარმანია განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 ოჯახის დასახმარებლად მერიაში შესაბამისი სამსახური მუშაობს.



„იქ, სადაც სამართლებრივი ნორმები საშუალებას გვაძლევდა, ყველას დავეხმარეთ და შესაბამისად, კომპენსაციები როგორც ბინების შესაძენად, ასევე საცხოვრებელი სახლების რემონტისათვის ყველა ოჯახმა მიიღო. ამ საკითხზე ჩვენი შესაბამისი სამსახური მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით სამართლებრივი საკითხები კიდევ მოსაგვარებელია და მუშაობა გაგრძელდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 ოჯახი კომპენსაციას ითხოვს. მათ ამ მიზნით სასამართლოსაც მიმართეს, დღეს კი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი ტერიტორიები სხვის მფლობელობაში აღმოჩნდა, რის გამოც დაზარალებულებზე კომპენსაცია არ გაიცემა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner