„დიდი დაფინანსებაა შემოსული უცხოეთიდან, არასამთავრობოების უმეტესი ნაწილი, რომლებიც სააკაშვილის ლობისტები გახლავან, გააქტიურდნენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას ლიდერობით „ვარდების რევოლუცია 2“ მზადდება.
„ამ მოვლენების კვალდაკვალ, უახლოეს ხანში, სერიოზულ დაპირისპირებას უნდა ველოდოთ - ხორციელდება „ვარდების რევოლუცია 2“, ოღონდ არა სააკაშვილის, არამედ ბოკერიას ლიდერობით. ის, რომ სწორედ ბოკერიას ფრთას ჩააბარეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საპარლამენტო გამოძიება, ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლების გადაბარება სწორედ ბოკერიას გუნდზე ხდება“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.