logo_geo
eng_logo
ბენზინგასამართ სადგურებზე, შესაძლოა, საწვავის მარკირება დაიწყოს
- +

5 მაისი. 2016. 15:43



ბენზინგასამართ სადგურებზე შესაძლოა, საწვავის მარკირება დაიწყოს. ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული ცვლილება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.


აგულაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე ბიზნესის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, მარკირება ნებაყოფლობითი იქნება და მომხმარებელი ინფორმირებული იქნება, თუ რა ხარისხის საწვავს იღებს. 


ამასთან, აგულაშვილის თქმით, მარკირება საწვავის ხარისხის მოულოდნელ შემოწმებასაც გულისხმობს.


„მალე განვახორციელებთ ინიციატივას, რომელიც მარკირებას ეხება. მარკირება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი წინასწარ ინფორმირებული იყოს. ამასთან, მარკირება გულისხმობს, მოულოდნელ შემოწმებებს როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან, რომ მომხმარებელი, რომელიც იღებს საწვავს, ინფორმირებული იყოს, რა ტიპის საწვავს იღებს. 


მომხმარებელი დაინახავს ვიზუალურად მარკას. იმისათვის, რომ ვინმემ არ ითაღლითოს, არ მოგვატყუოს, ბუნებრივია, ჩაერთვება მოულოდნელი შემოწმებების მექანიზმი. ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი",- განაცხადა აგულაშვილმა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner