logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვს ბრალდება ძალადობის მუხლით წარედგინა
- +

13 ივნისი. 2018. 20:50

 

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვს ბრალდება ძალადობის მუხლით წარედგინა. როგორც პირველი არხი იტყობინება, რუსთავის რაიონულ პროკურატურაში სულეიმანოვი გამოკითხვაზე და ბრალის წარდგენის პროცედურაზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

აზერ სულეიმანოვი მისი მხრიდან ყოველგვარ ძალადობას გამორიცხავს.

 

აზერ სულეიმანოვის მიმართ პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს.

 

როგორც მარნეულის ინციდენტში დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა დღეს განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებაში ამბობს, რომ აზერ სულეიმანოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო თემურ აბაზოვი სექსუალური ძალადობით დაემუქრა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner