logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს
- +

13 ივნისი. 2018. 22:08

 

„ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

 

„ეს იყო გრძელი მოგზაურობა, თუმცა ახლა ყველას შეუძლია თავი უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს, ვიდრე იმ დღეს, როდესაც მე უფლებამოსილების შესრულებას შევუდექი“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას „საინტერესო და პოზიტიური გამოცდილება“ უწოდა. ტრამპი ფიქრობს, რომ ჩრდილო კორეას სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner