რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერების მიერ პარტიის დატოვებას არ გამორიცხავს.
„ამ დაპირისპირების შესახებ ადრეც იყო ცნობილი საზოგადოებისთვის. ახლა, რომ გითხრათ, რომ ღამე არ მძინავს მაგის გამო, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს დაპირისპირება არსებობს და თავისთავად საინტერესოა. ბატონი ვაშაძე არის ერთ-ერთი, შეიძლება ერთადერთიც კი, იმ წრიდან, რომელსაც საქმე აქვს გაკეთებული და ეს საქმე დღესაც ცოცხალია, ამიტომ ჩვენ ყურადღებით შევხედავთ, სად წავა და რას გააკეთებს ის.
ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, იგი მარტო არ არის „ნაცმოძრაობაში", თუ ოდესის ხაზია, ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი, ბატონი გიორგი კანდელაკი, შესაძლოა აკაკი მინაშვილი, შეიძლება ვინმე სხვაც აღმოჩნდეს ამ შემადგენლობაში", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.