logo_geo
eng_logo
2019 წლის გაზაფხულიდან დიდი ბრიტანეთი Start-Up ვიზას გასცემს
- +

13 ივნისი. 2018. 23:35

 

2019 წლის გაზაფხულიდან დიდი ბრიტანეთი IT სტარტაპებისთვის სპეციალურ ვიზებს გასცემს. ის აქამდე არსებულ ვიზას ჩაანაცვლებს, რომელიც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ Independent-ი წერს.

 

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერეზა მეი 180 ქვეყნის ლიდერსა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება და დიდ ბრიტანეთში ბიზნესის კეთების საკითხს განიხილავს. ეს საკითხი აქტუალური განსაკუთრებით ხდება რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი ახლოვდება.

 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი განმარტავს, დიდი ბრიტანეთი ინოვაციების სფეროში წამყვანი პოზიციის დაკავებით მოხარული იქნება.

 

ახალი ვიზის (Start-Up Visa) საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებები და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner