თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ სანათლავს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გამოსცა.
სანათლავი (ემბაზი) VI-VII საუკუნეებს მიეკუთვნება მისი ზომაა – 85-60-45სმ. ამჟამად სანათლავი თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.