logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: გუშინ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა...
- +

14 ივნისი. 2018. 02:09

 

„მმართველ გუნდსა და პრემიერ-მინისტრს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო და ცხადი იყო, რომ კვანძის გახსნა უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„კვანძის გახსნა დღეს მოხდებოდა, ხვალ, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ასეთი საჩქარო საქმე არ იყო, თუმცა, გიორგი კვირიკაშვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასპარეზი ახალი ხედვებისათვის, ახალი გუნდისთვის დაეთმო. გუშინ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, შეხვედრის ფორმატში გარკვეული საკითხების საკმაოდ მწვავე განხილვა იყო. უფრო მეტ დეტალებში არ შევალ.

 

ყველა პრემიერმა, ვინც ამ ხნის განმავლობაში იყო, თავისი როლი შეასრულა და თავისი პოზიტივი დააგროვა. თუმცა, ამ პოზიტივთან ერთად, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებაა და ვერ ახერხებ, ყველა პრობლემა ერთბაშად გადაწყვიტო, ცხადია, ბევრ ნეგატივსაც იკიდებ. ამიტომ, თვითონ პიროვნებისთვისაც კარგია, თავისთვის ახალ ასპარეზს რომ მონახავს და იმ ასპარეზს, სადაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან წარმატებით მოღვაწეობდა, ახალ ადამიანს მისცემს“, – განაცხადა სუბარმა.

 

სუბარმა აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტილებას ალბათ, თავად მიიღებს, იმის მიხედვით, თუ სად ხედავს თავს შორეულ მომავალში.

 

„უახლოეს მომავალში, მე მის ადგილზე დასვენებისთვის ტაიმაუტს ავიღებდი“, – განაცხადა სუბარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner