logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: მიშა იყო „მაშინებელი“, ბიძინა კი არის „მაშენებელი“!
- +

5 მაისი. 2016. 15:50


 

„მიშა იყო „მაშინებელი", ბიძინა კი არის „მაშენებელი", - აცხადებს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „ალიასთან" საუბრისას. ნიშნიანიძე საუბრობს იმ პროექტებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ხორციელდება.


„მიშა იყო „მაშინებელი". არამარტო აშინებდა ხალხს, აწამებდა და ართმევდა, ათას უბედურებებს ატეხდა საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული და ნაშენები საქმეები აგერ თვალწინ გაქვთ. სამებას მაინც გახედეთ, ჩემი თუ არ გჯერათ. სამება აშენებულია დიდი ხანია, მისი არ არის? უამრავი ტაძარი, უამრავი გარემონტებული კულტურის კერა, ოპერის თეატრი თვალწინ გაქვთ, სულ ახლახან დაამთავრა, 40 მილიონი ჩადო ამ პროექტში, ბატონი ბიძინასი არ იყო ეს ფული? თუ ვინმემ მოუტანა? მიხეილ სააკაშვილმა და მისმა „ნაცბანდამ" მილიარდები გაზიდა საქართველოდან, ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები შემოიტანა, საქართველოს და ქართველ ხალხს ახმარს. თუნდაც, წინ გაქვთ თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნახევარმილიარდიანი პროექტი და ა.შ. რამდენიც გინდათ, მუცოს პროექტი, ვარძიის პროექტი, რა ვიცი, რამდენი ჩამოვთვალო. აი, ესაა მაშენებლობა ზუსტად და ეს ვიგულისხმე მე", - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.


ნიშნიანიძე ასევე აღნიშნავს, რომ დღეს ყველაფერი კანონიერად და ყველა ნიუანსის დაცვით შენდება, რაც დასაფასებელია.


„ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა, ის, რაც კეთდებოდა ან უნდა აშენებულიყო არაკანონიერად, რა თქმა უნდა, გასწორდა და დღეს კანონიერად, ყველა ნიუანსის დაცვით შენდება. ავტობანი იმაზე მეტი გავაკეთეთ, რაც სააკაშვილის დროს, საერთოდ ნებისმიერ სფეროში მეტი გავაკეთეთ, იგივე სკოლები, 25 წლის განმავლობაში ერთი სკოლა არ იყო აშენებული და პირველად ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა სკოლები. ბაგა-ბაღები შენდება, ამბულატორიები და ათასი რაღაც შენდება, ამას დანახვა უნდა!" - აცხადებს ნიშნიანიძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner