logo_geo
eng_logo
რეზო კვერენჩხილაძე: კუპრავას, თვითონ ზონდერსა და ქვეყნის ამომგდებს, ჰგონია, მოკლე მეხსიერება გვაქვს...
- +

14 ივნისი. 2018. 12:55

 

„მიხეილ სააკაშვილმა, ამ არარაობამ და მისმა ხროვამ მძევლად აიყვანა შვილმოკლული მამა და ქუჩაში დააყენა. რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი აქციები ტარდება და ეს არ არის მოკლული ბავშვების გვერდით დგომა“, - ამის შესახებ ბოლშევიკური რეპრესიების მკვლევარმა რეზო კვერენჩხილაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

 

„ზვიად კუპრავა რომ ამბობს, მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადოს, სამართლიანობა უნდა აღვადგინოო, ვისი სამართალი უნდა აღადგინოს - სააკაშვილის თუ მერაბიშვილის? კუპრავას, თვითონ ზონდერსა და ქვეყნის ამომგდებს, ჰგონია, მოკლე მეხსიერება გვაქვს და დაგვავიწყდა მაგათ მიერ იმავე რუსთაველზე ხალხის ცემა და სისხლისღვრა, ახალგაზრდა ბიჭების ჩაცხრილვა თუ მერაბიშვილის მიერ ორი გვამის მოთხოვნა!

 

ეს ხალხი გვამებზე დადის, გვამებით ვერ ძღება, მერაბიშვილი ორ ცხედარს ითხოვდა და ახლა ამ ორი მოკლული ბავშვის ცხედარს ვერ იყოფენ, სვავებივით დაეხვივნენ ამ ბავშვების მშობლებს - ერთი მძევლად ჰყავთ, მეორის გასაგლეჯად კი მზად არიან!“ - განაცხადა რეზო კვერენჩხილაძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner