logo_geo
eng_logo
ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი საავადმყოფოდან პოლიციაში გადაიყვანეს
- +

14 ივნისი. 2018. 13:17

 

მამაკაცი, რომელიც ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები მას მკვლელობის ბრალდებით დააკავებენ.

 

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, სავარაუდო ეჭვმიტანილი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

 

თბილისში, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner