logo_geo
eng_logo
დავით ლორთქიფანიძე: თბილისის „დინამოს“ 1981 წლის გამარჯვება გრანდიოზულად უნდა აღინიშნოს!
- +

5 მაისი. 2016. 16:14



თბილისის „დინამოს" 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობელთა თასის  მოგების აღნიშვნასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.


ლორთქიფანიძე „დინამოს" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს, რომან ფიფიას, თხოვნით მიმართავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თასის მფლობელთა თასის მოპოვების 35 წლის იუბილე ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდეს. 

 

„დინამოს" ეს გამარჯვება, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება იყო, რომელმაც მილიონობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში.

 

ეს იუბილე უნდა იყოს აღნიშნული ძალიან მაღალ დონეზე, იმიტომ, რომ საქართველოში ფეხბურთი არის სპორტის  განსაკუთრებული სახეობა", - განაცხადა ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner